აი, ასეთი ეპიზოდი ნიუკასლის მოგების მერე… კაჭკაჭებმა 3:0 მოუგეს ლესტერს და გამარჯვებულთა მცველმა დან ბარნმა მაისურა ისროლა ტრიბუნისკენ. ერთმა ბავშვმა დაიჭირა ფორმა და უფროსი ადამიანები ართმევდნენ: თანაც, გაბარიტებს შეხედეთ, არცერთს არ დაეწუნებოდა ჯანი.
ბრიტანული პრესის ცნობით, მარჯვნივ მყოფი კაცი ბავშვის მამა ყოფილა. საბოლოოდ, საჩუქარი ბავშვს დარჩა.
Newcastle fan trying to steal a shirt from a kid lovely Christmas spirit pic.twitter.com/BbFwJJ9iWG
— John Trimble (@Jtrimble12) December 26, 2022