ბაზაძემ ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო!

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ფარიკაობაში, სანდრო ბაზაძემ სადებიუტო შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მოფარიკავემ ეგვიპტელი მოჰამ სამერი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

სანდრომ მეტოქეს 15:10 მოუგო, შემდეგ ეტაპზე კი, ასევე, მის თანამემამულეს, ზიად ელ სისის შეხვდება.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *