ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ფარიკაობაში, სანდრო ბაზაძემ მერვედფინალური შეხვედრა მოიგო! ქართველის მეტოქე ეგვიპტელი ზიად ელ სისი, რომელიც 15:12 დაამარცხა. ანგარიში 12:12 იყო, როდესაც სანდრომ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.
1/4 ფინალში ბაზაძის მოწინააღმდეგე კორეელი ო სან უკი იქნება, რომელიც ამჟამად რეიტინგში პირველია…