ბათუმისთვის გაემზადნენ: იბრა ისევ საქართველოსთან ბრუნდება…

11 ნოემბერი, ბათუმი… საქართველო მუნდიალის შესარჩევის ბოლო მატჩს ჩაატარებს შვედეთთან, რომელიც ჯგუფის ლიდერია და ორი ქულით უსწრებს ესპანეთს. ამ ჯგუფში მთავარი შეხვედრა 14 ნოემბერს იქნება ბოლო ტურში: ესპანეთი-შვედეთი. საქართველო კი მეოთხეა – ბურთების შეფარდებით უსწრებს კოსოვოს.

და აქვე: შესარჩევი ფიფას ეგიდითაა და თანაბარ ქულებზე სწორედ საერთო ბურთების შეფარდებაა უპირატესი. საქართველოს მინუს 8 აქვს შეფარდება, ხოლო კოსოვოს მინუს 10.

სკანდინავიელთა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა დღეს გამოაცხადა შემადგენლობა. ისევ ბრუნდება ნაკრებში ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ისევ საქართველოსთან… მარტში 5-წლიანი შესვენების მერე სწორედ საქართველოსთან დაბრუნდა და ახლაც, რამდენიმე თვე გამოტოვა ნაკრების თამაშები ტრავმის გამო.

შვედეთის შემადგენლობა

მეკარეები: ოლსენი (შეფილდ იუნაიტედი), დალბერგი (დონკასტერი), ნორდფელდტი (აიკ)

მცველები: კრაფტი (ნიუკასლი), ოლსონი (მალმიო), ლინდელოფი (მანჩესტერი), ნილსონი (არმინია), მილოშევიჩი (აიკ), აუგუსტინსონი (სევილია), სუნდგრენი (არისი), ჰოლმენი (რიზესფორი)

ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ფორსბერგი (ლაიპციგი), ოლსონი (ანდერლეხტი), კვაისონი (ალ-ეთიფაქი), კარლსონი (ალკმაარი), სვანბერგი (ბოლონია), ეკდალი (სამპდორია), კულუშევსკი (იუვენტუსი), ლარსონი (სპარტაკი მოსკოვი), კაიუსტე (მიდტიულანდი), კლაისონი (კრასნოდარი), ისაკი (სოსიედადი), დიოკერესი (ქოვენთრი), ერიქსონი (დიურგარდენი), სემა (უოტფორდი), ლევიცკი (მალმიო), იბრაჰიმოვიჩი (მილანი)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *