ბათუმის დინამომ მოიგო – კვარამ ძირითადში ითამაშა

 

ეროვნული ჩემპიონატის ერთერთმა ფავორიტმა, ბათუმის დინამომ წყალტუბოში სამგურალთან ითამაშა. ზღვისპირელთა თამაშს ევროპაშიც ბევრი ადამიანი უყურებს, რადგან თითქმის გადაწყვეილია, რომ ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს. კვარამ სამგურალთან ძირითადში დაიწყო.

გოლი უკვე მეორე წუთზე გავიდა – ბათუმის დინამოდან თავი ფლამარიონმა გამოიჩინა, რომელიც ამ მომენტში (5 გოლით) ეროვნული ლიგის ბომბარდირიცაა.

გუგა ფალავანდიშვილისთვის ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა – ნახევარმცველი მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა, დარჩენილ დროში კი, როგორც საგოლე გადაცემის შესრულება, ასევე გატანა მოახერხა. მისი პასით თავი ელგუჯა ლობჟანიძემ გამოიჩინა.

ამ შეხვედრიდან ცუდი ამბავი გვაქვს, ტრავმები მამუჩაშვილმა და ჩაბრაძემ მიიღეს. კარგის იმედით, ექიმების დიაგნოზს ველოდებით…

ეს კვარას ჰაილათია…

 

ელიგაში კიდევ ერთი მატჩი შედგა – გაგრამ ტორპედოს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. გოლები კუხიანიძემ და ახვლედიანმა გაიტანეს.

 

Leave a comment

Your email address will not be published.