ბათუმი დაუმარცხებელია

ხარები-ბათუმი 15:21

ხარები: 2ლ – საჯარიმო, ჭავჭავაძე. ს – პეტრიაშვილი

ბათუმი: 2ლ – ფერსელიძე, ჯიმშელეიშვილი. 3ს,გ – მ.ნინიძე

სინბინი: წიკლაური, სიჭინავა

მსაჯი: გიგა მშვენიერაძე

დიდი 10-ის ცენტრალური მატჩი რუსთავში გაიმართა, სადაც ხარებმა ვიცე ჩემპიონ ბათუმს უმასპინძლა. მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. ბათუმელებმა ექვსქულიანი ჩამორჩენა 9:15 დასკვნით ხუთ წუთში აღმოფხვრა.

ბოლო წუთზე გამარჯვების ლელო შეცვლაზე შესულმა კობა ჯიმშელეიშვილმა გაიტანა 21:15.

არადა, ხარებს რეალურად შეეძლოთ გათამაშების ლიდერისთვის პირველი მარცხი მიეყენებინა. შესაბამისად, ბათუმი ერთადერთი გუნდია მიმდინარე გათამაშებაში, რომელმაც მარცხის სიმწარე არ განუცდია.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ ბათუმის შუამარბი ბექა ურჯუკაშვილი გახდა.

არესი-ყაზბეგი 43:0

არესი: 7ლ – ხაბულიანი, კობახიძე, კვირკაშვილი, ოდიკაძე (2), სამხარაძე, ძნელაძე. 4გ – თევდორაძე

ყაზბეგი:

სინბინი: ლ.ჩქარეული

მსაჯი: საბა აბულაშვილი

ქუთაისის არესმა, რომელიც წლეულს შესანიშნავად გამოიყურება საშინაო მატჩში დიდი 10-ის დებიუტანტი სტაფანწმინდას ყაზბეგი დიდი სხვაობით, მშრალი ანგარიშით მოუგო – 43:0

არესელებმა მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს. აქედან ორი მესამეხაზელი ზურაბ ოდიკაძის ანგარიშზეა.

მატჩის საუკეთესიდ მოთამაშედ არესის ცხრა ნომერი თეიმურაზ თუთბერიძე დაასახელეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *