ბათუმი ისევ დაუმარცხებელია

იუნკერები-ბათუმი 7:49

იუნკერები: ლ – მარჯანიშვილი. გ – ჯღამია

სინბინი: შუკაკიძე, სამსიანი.

ბათუმი: 7ლ – ძნელაძე, ქოიავა, მენაბდე (3), ჯიმშელეიშვილი, თუთბერიძე. 7გ – მ.ნინიძე.

სინბინი: ფერსელიძე, წიკლაური

მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

როგორც მოსალოდნელი იყო, “ბათუმმა” სტურმად “იუნკერები” დიდი ანგარიშით 49:7 დაამარცხა და წაუგებლად განაგრძობს ჩემპიონატში ლიდერობას.

ბათუმელებმა მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს. აქედან სამი შერკინების კვაჭის გიორგი მენაბდეს ანგარიშზეა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი, “ბათუმის” მეორეხაზელი კობა ჯიმშელეიშვილი აღიარეს.

ლელო-ყაზბეგი 27:7

ლელო: 3ლ – მარგალიტაძე, პაპიძე, ყორიაული. 3გ – კალანდაძე (2), ასათიანი. 2ს – კალანდაძე.

სინბინი: მამამთავრიშვილი

ყაზბეგი: ლ – ჩქარეული. გ – კვირიკაშვილი

სინბინი: მარსაგიშვილი, ნაჭყებია, მაისურაძე

მსაჯი: გიგა მშვენიერაძე

თბილისის “ლელომ” გათამაშების დებიუტანტს სტეფანწმინდას “ყაზბეგს” უმასპინძლა და 27:7 დაამარცა. დებიუტანტები ლელოელების შეტევებს მე-15 წუთამდე მედგრად უძლებდნენ, მაგრამ მეტოქემ მაინც შეძლო ჩათვლის მოედანში შეღწევა. პირველ ტაიმში თავდადებით მებრძოლ “ყაზბეგს” “ლელომ” კიდევ მხოლოდ ერთი საჯარიმო გაუტანა და შესვენებაზე ათქულიანი უპირატესობით წავიდა – 10:0.

მეორე ნახევარში ლელოელებმა კიდევ ორი ლელოს გატანა შეძლეს და საპრემიო ქულასთანაც ახლოს იყვნენ. თუმცა,”ყაზბეგმა” არ დაანება და პრესტიჟის ლელო გაიტანა. “ლელოც” პრემიის გარეშე დარჩა.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ “ლელოს” მგეზავი რატი შანიძე დაასახელეს.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბათუმი – 23 ქულა, 2. ლელო – 16, 3. ხარები – 15, 4. ყოჩები – 14, 5. არესი – 13, 6. ლოკომოტივი – 11, 7. აკადემია – 11, 8. აია – 6, 9. იუნკერები – 4, 10. ყაზბეგი – 1

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *