ბათუმი-ყოჩები 20:26
ბათუმი: 2ლ – მამრიკიშვილი, სიჭინავა. 2ს,2გ – მ.ნინიძე
სინბინი: ქოიავა
ყოჩები: 2ლ – მჭედლიშვილი, ბიწაძე. 4ს,2გ – მალაღურაძე
სინბინი: ჭუმბაძე
მსაჯი: გიგა მშვენიერაძე
“ბათუმმა” პირველი მარცხი განიცადა. აღსანიშნავია, რომ შავიზღვისპირელები საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ ბოლნისის “ყოჩებთან”. სტუმრებმა გათამაშების ლიდერს პირველივე ტაიმში შეუპოვარი ბრძოლა გაუმართეს და ფრეს დასჯერდნენ – 13:13.
შესვენების შემდეგ, “ყოჩებმა” იგრძნო, რომ გამარჯვების მოპოვება შეიძლებოდა და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით ათამშდა. 70-ე წუთისთვს ბოლნისელები ათი ქულით იგებდნენ – 23:13. მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ბათუმელებმა ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს – 20:23. თუმცა, ბოლო წუთზე ლაშა მალაღურაძემ საჯარიმოდან მატჩის საბოლოო წერტილი დასვა – 26:20.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ “ყოჩების” მგეზავი ლაშა მალაღურაძე დაასახელეს.
ყაზბეგი-აკადემია 17:36
ყაზბეგი: 2ლ – ელოშვილი, დვალიშვილი. 2გ,ს – კვირიკაშვილი
აკადემია: 5ლ – ჭუაძე, ზოიძე, გოგლიძე, შუბითიძე, ს.ილურიძე. 4გ,ს – მარგიანი
სინბინი: კეკელია
მსაჯი: გელა ლემონჯავა
როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისის “აკადემიამ” აუტსაიდერის, სტეფანწმინდას “ყაზბეგის” დამარცხება შეძლო – 36:17. დიდი 10-ის დებიუტანტებმა წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაწიეს და მხოლოდ ხუთი ქულით დათმეს – 10:15.
შესვენებაზე “აკადემიამ” ტემპს უმატა და სამი ლელო გაიტანა. რითაც კიდევ ერთი საპრემიო ქულა მოიპოვა.
მატჩის საიკეთესო მოთაშე “აკადემიას” შერკინების ბურჯი გოგა ქადარია გახდა.
სატურნირო მდგომარეობა
1.ბათუმი – 24 ქულა, 2. ხარები – 19, 3. ყოჩები – 18, 4. არესი – 17, 5. ლელო – 16, 6. აკადემია – 16, 7. ლოკომოტივი – 11, 8. აია – 6, 9. იუნკერები – 4, 10. ყაზბეგი – 1.