ბათუმი-აია 43:3
ბათუმი: 7ლ – ფერსელიძე, ტრაპაიძე (2), წიკლაური (2), მ.ნინიძე, ურჯუკაშვილი. 4გ – მ.ნინიძე.
აია: ს – აბაშიძე.
სინბინი: 2ს – აბაშიძე, არეშიძე
მსაჯი: გელა ლომონჯავა
დიდი 10-ის ლიდერმა “ბათუმმა” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ქუთაისის “აიას” უმასპინძლა. წლეულს ქუთათურებს მძიმე დროება უდგათ და გასაკვირი არაა, რომ ლიდერთან დიდი ანგარიშით 3:43 დამარცხდნენ.
ბათუმელებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, რომელიც 26:3 მოიგეს. ჯამში კი, მასპინძლებმა შვიდი ლელო გაიტანეს. აქედან ორ-ორი უკანახაზელებმა გიორგი წიკლაურმა და დავით ტრაპაიძემ მიითვალეს. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ “ბათუმს” ერთი მატჩი თადარიგში აქვს, პირველი წრის გამარჯვებული სწორედ ისაა.
მატჩის საუკეთესო მორაგბე შუამარბი გიორგი წიკლაური გახდა.
IX ტური
ლოკომოტივი-ყაზბეგი
აკადემია-არესი
იუნკერები-ხარები
ყოჩები-ლელო