ბათუმი საბოლოოდ დაბრუნდა

ყაზბეგი-ბათუმი 7:45
ყაზბეგი: ლ – ხულელიძე. გ – ნიკოლაშვილი
ბათუმი: 6ლ – მენაბდე (2), შენგელია, ფუტკარაძე, კორტავა, სვანიძე
მსაჯი: შოთა ცაგარეიშვილი

ქვეყნის ჩემპიონმა ბათუმმა წაგებთა სერიის შეწყვეტის შემდეგ ზედიზედ მეორედ მოიგო. ამჯერად ბათუმელებმა მესამე ადგილზე მყოფი სტეფანწმინდას ყაზბეგი გასვლით მატჩში დაამარცხა – 45:7.

შავიზღვისპირელებმა პირველ ტაიმში ორი უპასუხო ლელო და ერთი საჯარიმო გაიტანეს. შედეგად, მატჩის პირველი ნახევარი მშრალი ანგარიშით 13:0 მოიგეს.

ყაზბეგმა მეორე ტაიმის საწყის ათ წუთში გაიბრძოლა და ერთი ლელოს გატანა მოახერხა, რაზეც ბათუმელებმა ოთხით უპასუხეს. სულ კი, ექვსი ლელო მიითვალეს. აქედან ორი შერკინების კვაჭის გიორგი მენაბდეს ანგარიშზეა.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ კი, ბათუმის მესამეხაზელი ვანო ფუტკარაძე აღიარეს.

10 დეკემბერი
არესი-ყოჩები
აკადემია-ხვამლი

11 დეკემბერი
ლოკომოტივი-ხარები
აია-ლელო

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *