ბათუმმა მძიმედ დაიწყო, თუმცა მოიგო

www.achigegenava.com | Photography | © 2022 Achi Gegenava, All Rights reserved #canon #canon5dMKIII #canon5dMK3 #mark3 #canon5dMmark3 #canon5d #georgia #photography #georgianphotography #photo #photographinkutaisi #travelerphotograph #travelphotography

ბათუმი-არესი 27:10
ბათუმი:  4ლ – ფერსელიძე, მენაბდე, ძნელაძე, სიჭინავა. 2გ,ს – ნინიძე
არესი:  ლ – ვარდანიძე. ს,გ – თევდორაძე
მსაჯი: პაპუნა ჭიქაბერიძე

ქვეყნის ჩემპიონმა ბათუმმა ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ ქუთაისის არესს უმასპინძლა და 27:10 დაამარცხა. თუმცა, ბათუმელებმა თამაში მძიმედ დაიწყეს და პირველი ტაიმი 7:10 წააგეს.

გარდამტეხი მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთი გამოდგა, რომლის განმავლობაშიც ბათუმმა ორი ლელო გაიტანა, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდასახა, მაგრამ ერთი საჯარიმოც მიაყოლა და 22:10 დწინაურდა. ბოლო, საპრემიო ქულის მომტანი ლელო მასპინძლებმა ბოლო წუთზეღა გაიტანეს და შედეგად საპლეიოფო ექვსეულს მიუახლოვდნენ.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ ბათუმის შუამარბი გიორგი ფრუიძე აღიარეს.

ხვამლი-ყაზბეგი 14:17
ხვამლი: 2ლ – წიკალური, მონიავა. 2გ – ქობელაშვილი
ყაზბეგი: 2ლ – მახრაშვილი (2). 2გ – ტალახაძე, ბროძელი. ს – ტალახაძე
მსაჯი: გიგა მშვენიერაძე

გათამაშების დებიუტანტმა თბილისის ხვამლმა შინ წააგო სტეფანწმინდას ყაზბეგთან – 14:17. არადა ხვამლელები მთელი მატჩის განმავლობაში ანგარიშში წინ იყვნენ. პირველი ტაიმი მათ 14:10 მოიგეს.

შესვენების შემდეგ ხვამლმა მონაგარს ვეღარაფერი შესძინა. ყაზბეგმა კი, მატჩის მიწურულს ძალების მოკრება შეძლო და მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ ყაზბეგის შერკინების ბურჯი გიორგი ზაგაშვილი დაასახელეს.

 სატურნირო მდგომარეობა
1. ლელო – 40 ქულა, 2. ხარები – 39, 3. ყაზბეგი 33, 4. არესი – 32, 5. ყოჩები – 31, 6. აია – 31, 7. ბათუმი – 30, 8. ხვამლი – 26, 9. აკადემია – 22, 10. ლოკომოტივი – 3

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *