ბათუმმა სეზონი წარმატებულად დაიწყო

ბათუმი-ლელო 40:15

ბათუმი: 6ლ – შუბითიძე, ფუტკარაძე, კოპაძე, მ.ნინიძე, ფარსელიძე, საჯარიმო. 4გ – მ.ნინიძე (2), ჯინჭველაშვილი (2)

სინბინი: ჯიმშელეიშვილი, სიჭინავა, ურჯუკაშვილი, ხ.ბუჯიაშვილი

ლელო: 2ლ – აბდუშელიშვილი, ნიქაბაძე. გ,ს – კალანდაძე, მამუკაშვილი. ს – აბდუშელიშვილი.

მსაჯი: სოსო ჯაფარიძე

დიდი 10-ის  შარშანდელი გათამაშების ვერცხლის მედალოსანმა ბათუმმა სეზონი დამაჯერებლად დაიწყო. პირველ ტურში სტუმრად არესთან გამარჯვების შემდეგ ბათუმელებმა შინ თბილისის ლელოს უმასპინძლეს და დიდი სხვაობით 40:15 მოიგო.

ბათუმმა მატჩის ბედი პირველივე ტურში გადაწყვიტა, რომელიც 21:3 მოიგო. საბოლოოდ კი, მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანა, რაზეც ლელომ მხოლოდ ორით უპასუხა.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ ბათუმის მესამეხაზელი ვანო ფუტკარაძე დაასახელეს.

Возможно, это изображение (1 человек)

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *