ბაიერნი გაძლიერებას აპირებს. რეკორდმაისტერთა ახალი სამიზნე ბარსელონას მარჯვენა მცველი სერჟ დესტია, რომლის ყიდვასაც ზამთარში შეეცდება. აღსანიშნავია, რომ ბაიერნის გარდა დესტით ჩელსი და ატლეტიკოც არიან დაინტერესებულები.
დესტის გაყიდვა ბარსელონასაც უნდა აწყობდეს, რათა სახელფასო ბიუჯეტი გაანთავისუფლოს და ფერან ტორესის დარეგისტრირება შეძლოს. სათქმელია, რომ დესტის ფასი 25-30 მილიონი ევროა.
დესტი ბარსელონაში 2020 წლის ზაფხულში აიაქსიდან გადავიდა. 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში 16 მატჩია.
რაც შეეხება ბაიერნს, რეკორდმაისტერები ბუნდესლიგაში 43 ქულით პირველ ადგილზე არიან და მეორე ადგილოსან დორტმუნდს 6 ქულით უსწრებენ. ბაიერნმა ბოლო თამაში გლადბახთან 1:2 წააგო. აღსანიშნავია, რომ გუნდში 11 ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს. ფლიკის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ზალცბურგს შეხვდება.