ბაიერნის პრეზიდენტი: ოქროს ბურთს ლევანდოვსკი იმსახურებდა

მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა განაცხადა, რომ ოქროს ბურთს რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებდა. მისი თქმით, ლევანდოვსკი უნდა ყოფილიყო ბაიერნის ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი, რომელსაც წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელებდნენ.

“მიუნხენის ბაიერნი ულოცავს ლეო მესის ოქროს ბურთის მოგებას, თუმცა ჩვენ ვამაყობთ ლევანდოვსკით. ოქროს ბურთი მას უნდა მოეგო და ის უნდა ყოფილიყო ბაიერნის მეოთხე ფეხბურთელი, რომელსაც წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელებდნენ. ბაიერნიდან ოქროს ბურთი აქამდე კარლ-ჰაინც რუმენიგემ, გერდ მიულერმა და ფრანც ბეკენბაუერმა მოიგეს. 

ლევანდოვსკი ბაიერნის და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის ფაქტი, რომ საუკეთესო თავდამსხმელად დასახელდა ბოლო 2 წლის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობიდან გამომდინარეობს.”-განაცხადა ჰაინერმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *