ბაიერნის ფეხბურთელებს სიკვდილით ემუქრებიან

გერმანიის პოლიციას ხელში ჩაუვარდა ანონიმური წერილი, სადაც მიუნხენის ბაიერნის სამ ვარსკვლავს – რობერტ ლევანდოვსკის, მანუელ ნოიერსა და სერჟ გნაბრის მოკვლით ემუქრებიან.

სამეულს „ბინძურ ღორებად“ მოიხსენიებენ და პატიოსანი ლიგისა და ფეხბურთის გადასარჩენად, მათ დახვრეტას უსჯიან.

საინტერესო ის არის, რომ წერილი ბაიერნში კი არა, მეორებუნდესლიგელი ზანქტ პაულის ოფისში მიიღეს, რომელიც ჰამბურგში მდებარეობს.

წერილი პოლიციელბს გადასცეს და გამოძიება დაიწყო. ბაიერნს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

 

Top athletes meet top performance | progress.audi

Leave a comment

Your email address will not be published.