ბაიერნი – ბარსელონას კონკურენტი ჩელსის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში

ბაიერნი საკადრო გაძლიერებაზე მუშაობას იწყებს. Mundo Deportivo-ს ცნობით, გერმანელებს ჩელსიდან ანდრეას კრისტიანსენის დამატება სურთ. ცენტრალურ მცველს ჩელსისთან კონტრაქტი სწორედ ამ ზაფხულს ეწურება და მისი დამატება გუნდს უფასოდ შეეძლება.

25 წლის ფეხბურთელით ბარსელონაც არის დაინტერესებული. ბლაუგრანა დიდი ხანია, რაც დანიელს აკვირდება და მისი გადაბირება აქვთ გადაწყვეტილი.

კრისტიანსენი ჩელსიში 2017 წლის ზაფხულიდან გამოდის. ამ სეზონში დანიელმა ბრიტანელთა მაისურა 26 მატჩში მოირგო და 2 გოლი შეაგდო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *