ბაიერნი გადარჩა – ლივერპული კი თითქმის 1/4 ფინალშია…

ფეხბურთი არაპროგნოზირებადი სპორტია – ხშირად, ანგარიში შედეგს არ ასახავს, სტატისტიკა კი მატჩის მიმდინარეობას.

75-ე წუთამდე, ინტერი ლივერპულს კარგად ეთამაშა, მომენტებიც შექმნა, თუმცა შედეგში ეს ვერ ასახა. რაც შეეხებათ მერსისაიდელებს, მომენტები გამოიყენეს და ენფილდზე ორ ბურთიანი უპირატესობა წაიღეს.

ამ თანაბარ წყვილში ფავორიტი უკვე გამოკვეთილია. ენფილდზე სასწაულები ხდება, თუმცა ეს უფრო ლივერპულის ანგარიშზეა…

ინტერი 0:2 ლივერპული

75′ ფირმინო

83′ სალაჰი

 

 

სენსაციასთან ახლოს ზალცბურგი იყო, პირველი ტაიმის შემდეგ, ბაიერნს უგებდა, თუმცა მიუნხენელები მარცხისგან კინგსლი კომანიმ იხსნა, ფრანგმა გოლი 90-ე წუთზე გაიტანა…

ზალცბურგი 1:1 ბაიერნი

21′ ადამუ

90′ კომანი

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.