ბაიერნი კეინს უტევს

მიუნხენის ბაიერნი კვლავაც იმედოვნებს ინგლისის ნაკრებისა და ტოტენჰემის თავდამსხმელის ჰარი კეინის შეძენას.

კლუბის სკაუტების სამსახურის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ კეინი იდეალური კანდიდატია რეკორდმაისტერისთვის. ის ბაიერნისთვის შესაფერისია.

ბაიერნი დიდი ხანია თვალს ადევნებს ინგლისელს და მისი გადაბირების იმედს არ კარგავს, თუ თავდამსხმელი დეზებთან მოქმედ ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს. ჰარის მშობლიურ კლუბთან კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.

Bayern Munich Ask Harry Kane To DELAY Contract Talks?! | Euro Transfer Talk  - YouTube

კეინს ხელშეკრულების განვრცობა 2024 წლის შემდეგაც შეუძლია, მაგრამ ტოტენჰემს სურს, ფეხბურთელმა ეს ახლო მომავალში გააკეთოს. თუმცა, ჩრდილოლონდონელთა საუკეთესო ბომბარდირი ფურცელზე ხელმოწერას  არ ჩქარობს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე კეინმა ტოტენჰემის მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, 19 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი ინგლისის ნაკრების 5 მატჩში ორჯერ გამოიჩინა თავი და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *