ბაიერნი კიმიხს მხარს უჭერს – “ყველა ადამიანი თავისუფალია არჩევანში”

ბაიერნის ფეხბურთელი ჯოშუა კიმიხი აქტიურად ებრძვის კორონავირუსს, თუმცა ვაქცინაციისგან თავს იკავებს. გერმანელი უფრო სანდო მონაცემებს ელოდება ვაქცინაციის შესახებ.

ბოლო პერიოდში გერმანულ პრესაში კიმიხს საკაოდ აკრიტიკებენ, რადგან ვაქცინას არ იკეთებს. უცხოელი ტაბლოიდები თვლიან, რომ კიმიხი საჯარო ფიგურაა და იგი სხვებისთვის მაგალითი უნდა იყოს, მათი აზრით ჯოშუამ ვაქცინაზე უარი არ უნდა თქვას.

ამ კრიტიკის შემდეგ, ბაიერნის ხელმძღვანელებმა ფეხბურთელს მხარი დაუჭირეს.

“ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ვურჩიოთ ადამიანებს ვაქცინის გაკეთება. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ ფაქტს, რომ ადამიანებს შესაძლოა განსხვავებული აზრი ჰქონდეთ.”-განაცხადა გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ კანმა.

“ბაიერნი მხარს უჭერს ვაქცინაციას, თუმცა ამ მხრივ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს. საბოლოო ჯამში ყველ ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს გაიკეთებს თუ არა ვაქცინას. არჩევანში ყველა თავისუფალია.”-ეს ბაიერნის პრეზიდენტის ჰერბერტ ჰაინერის სიტყვებია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *