ბაიერნი ლიდერს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

(L-R) Bayern Munich's Canadian midfielder Alphonso Davies, Bayern Munich's German midfielder Leroy Sane, Bayern Munich's Polish forward Robert Lewandowski, Bayern Munich's German midfielder Serge Gnabry, Bayern Munich's German midfielder Joshua Kimmich, Bayern Munich's German midfielder Jamal Musiala and Bayern Munich's French defender Lucas Hernandez celebrate after the 2-0 during the German first division Bundesliga football match between FC Bayern Munich vs SC Freiburg in Munich, southern Germany, on November 6, 2021. - - DFL REGULATIONS PROHIBIT ANY USE OF PHOTOGRAPHS AS IMAGE SEQUENCES AND/OR QUASI-VIDEO (Photo by Christof STACHE / AFP) / DFL REGULATIONS PROHIBIT ANY USE OF PHOTOGRAPHS AS IMAGE SEQUENCES AND/OR QUASI-VIDEO (Photo by CHRISTOF STACHE/AFP via Getty Images)

მიუნხენის ბაიერნი კინგსლი კომანს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. გერმანული პრესის ცნობით, განახლებული ხელშეკრულების თანახმად კომანი გერმანულ გრანდში 2026 წლამდე დარჩება და ანაზღაურებაც მნიშვნელოვნად მოემატება.

კომანს მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და მისი ანაზღაურება წელიწადში 12 მილიონია. ფრანგმა გარემარბმა ბოლო დროს აშკარად მოუმატა, იგი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და რა გასაკვირია, რომ ბაიერნს მისი შენარჩუნება სურს.

კომანი ბაიერნში 2015 წლის ზაფხულში იუვენტუსიდან გადავიდა. 25 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში 17 მატჩი და 5 გოლია. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ბაიერნმა პსჟ-ს 1:0 მოუგო, გადამწყვეტი გოლი სწორედ კომანმა გაიტანა.

რაც შეეხებათ რეკორდმაისტერებს, ნაგელსმანის გუნდში არასასიამოვნო ამბებია. ბაიერნის 11 ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს და ამ მხრივ სერიოზული საკადრო პრობლემებია.

Leave a comment

Your email address will not be published.