ჩემპიონთა ლიგის პირველსავე ტურში სუპერ დაპირისპირება შედგა – ბარსელონამ ბაიერნი მიიღო. სიტყვა “სუპერ” აფიშიდან გამომდინარე დავწერეთ, თორემ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი ვიხილეთ, რომელმაც კატალონიურ გრანდს 3:0 მოუგო.
დიახ, ზემოთ მოყვანილ აბზაცში არც ერთი სიტყვაა ზედმეტი. გარდა იმისა, რომ ბარსამ მომენტი ვერ შექმნა, ბაიერნის კარში ვერც ერთხელ დაარტყა.
ბარსელონას საკადრო პრობლმებიც ჰქონდა: გავი, დემირი, მინგესა, კოუტინიო და ბალდე – 0:2-ის შემდეგ შემოვიდნენ. აქედან მხოლოდ ბრაზილიელია, რომლის გამოცდილებასაც შეიძლება ენდო…
მიუნხენელთა რიგებში თავი ჯერ მიულერმა, შემდეგ კი ლევანდოვსკიმ, ორჯერ, გამოიჩინეს.
ბარსელონა 0:3 ბაიერნი
34′ მიულერი
56′ ლევანდოვსკი
85′ ლევანდოვსკი