ბაიერნმა სიტის ფეხბურთელი ინათხოვრა

ჟოაო კანსელო კარიერას მანჩესტერ სიტიდან იჯარით მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს. ჟურნალისტ ჟურლიან ფლეტენბერგის ინფორმაციით, ფეხბურთელი რეკორდმაისტერებში სეზონის ბოლომდე ითამაშებს და გუნდს გამოსყიდვის უფლება ექნება.

კანსელო სიტიში 2019 წლის ზაფხულში იუვენტუსიდან გადავიდა. განაპირა მცველი სიტის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახლავთ, თუმცა ბოლო დროს მისმა სათამაშო დრომ მოიკლო. პორტუგალიელს სიტის ბოლო 3 შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ისე კი ამ სეზონში ქალაქელთა მაისურით 26 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ბაიერნს, გუნდი ბუნდესლიგაში 37 ქულით პირველ ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ-ს შეხვდება. სათქმელია, რომ მიუნხენელებმა ბოლო 4 მატჩი ფრედ ითამაშეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *