ბაიერნმა ფეხბურთელს კონტრაქტი 2026 წლამდე გაუხანგრძლივა

მიუნხენის ბაიერნმა გუნდის ერთერთ ლიდერს ლეონ გორეტსკას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. გერმანელი ნახევარმცველი რეკორდმაისტერთა ღირსებას 2026 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

გორეტსკა ბოხუმის აღზრდილია. 2013-18 წლებში იგი შალკეში თამაშობდა, შემდეგ კი ბაიერნს მიაშურა. იგი დღეს მიუნხენელთა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და გასაკვირი არ არის, რომ გერმანელებმა ახალი კონტრაქტი შესთავაზეს და ფეხბურთელიც დათანხმდა.

რაც შეეხება თავად ბაიერნს, გუნდმა ბუნდესლიგაში 4 ტურში 10 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. შემდეგ მატჩს გერმანელები ბოხუმთან ჩაატარებენ. ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაც კარგად დაიწყო, 2 დღის წინ გუნდმა ბარსელონას 3:0  მოუგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *