რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ, ბაიერნს (ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგისა და, ტინეიჯერი, მატიის ტელის გარდა) გარდა, ფორვარდი აღარ ჰყავს.
მოგეხსენებათ, ლივერპულელთა შემტევს, რობერტო ფირმინოს კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და მოლაპარაკების უფლება ახლა უკვე ნებისმიერ კლუბთან აქვს.
ბაიერნს იმედი აქვს, რომ ბობის მიუნხენში გადასვლაზე დაიყოლიებს და ამაში სადიო მანეს აქტიურად იყენებს. ზოგადად, ბაიერნის პოლიტიკაა, ასე, უხმაუროდ, ნაკლები დანახარჯით, ფეხბურთელების დამატება. ისე, როგორც დეილი ბლინდის შემთხვევაში მოხდა…