მიუნხენის ბაიერნში კორონავირუსი გავრცელდა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, დღეს კოვიდ ტესტზე პოზიტივი ლეროი სანეს და დაიო უპამეკანოს ამოუვიდათ. აღნიშნული ფეხბურთელები ბაიერნის იმ 6 მოთამაშეს შეუერთდნენ, რომლებიც ინფიცირებულები არიან.
ამ მომენტისთვის ბაიერნში კოვიდი 8 ფეხბურთელს აქვს. ინფიცირებულთა სიაში არიან მანუელ ნიოერი, დაიო უპამეკანო, ლეროი სანე, კინგსლი კომანი, კორენტინ ტოლისო, ომარ რიჩარდი, ლუკას ერნანდესი და ნიანზუ კუასი არიან.
ბაიერნს უახლოესი მატჩი 7 იანვარს გლადბახთან აქვს დაგეგმილი, თუმცა დიდი ალბათობით შეხვედრა გადაიდება. ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს საღამოს მიიღებენ.
ბაიერნი ბუნდესლიგაში 43 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ დორტმუნდს 9 ქულით უსწრებს. რეკორდმაისტერები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში არიან, სადაც ზალცბურგს შეხვდებიან.