ბაიერნში კორონაა

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველს კორენტინ ტოლისოს კორონავირუსი დაუდასტურდა. გერმანელთა შუახაზელი ამჟამად იზოლაციაშია და თავს კარგად გრძნობს.

ტოლისო ბაიერნში 2017 წლის ზაფხულში ლიონიდან გადავიდა. მეორე სეზონის დასაწყისში მან მძიმე ტრავმა მიიღო და თითქმის მთელი წელი გამოტოვა. წინა სეზონში ფრანგმა 24 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ბაიერნს, რეკორდმაისტერებმა წინა სეზონში გერმანიის ჩემპიონატი ზედიზედ მეცხრედ მოიგეს, ჩემპიონთა ლიგას კი 1/4 ფინალიდან გამოეთიშნენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *