ბაკარ ბახარი: ჭრილობების მოშუშების პროცესში ვართ

დინამო თბილისი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას მაკაბის დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენციაზე სტუმართა მწვრთნელმა ბაკარ ბახარმა ისაუბრა.

“ვიცით, რომ დინამო თბილისი ისტორიული გუნდია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს. ქართულ გუნდს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი წარმატებისთვის აქვს მიღწეული. ხვალ საკმაოდ რთული თამაში გველის.

თბილისში რასაკვირველია მოსაგებად ჩამოვედით. ბოლო მარცხმა გარკვეული დაღი დაასვა ჩვენს მდგომარეობას. ჯერ კიდევ ჭრილობების მოშუშების პროცესში ვართ.

კარგად მახსოვს ის პერიოდი როცა გუნდში დარასელია და დვალიშვილი იყვნენ, ეს საკმაოდ წარმატებული დრო იყო. შევეცდებით მაშინდელი ფორმა დავიბრუნოთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ.

ზოგადად პროცენტულ შანსებზე საუბარს ვერიდები. შევეცდებით ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ, დანარჩენს თამაში გვანახებს.”-განაცხადა მაკაბის მწვრთნელმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *