ბალოტელი: გამომიძახონ და თურქეთიდან იტალიაში ფეხით წავალ!..

მარიო ბალოტელის კვლავაც სურს იტალიის ნაკრებში თამაში და იმედიც არ დაუკარგავს. ბალო 31 წლისაა და ზაფხულში იტალიური მონცადან თურქული სუპერლიგის ადანა დემირსპორში გადავიდა, სადაც სეზონის 10 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ბალოტელიმ სკუადრაში ბოლოს 2018 წლის სექტემბერში ითამაშა. გემახსოვრებათ, ნაკრებში გამორჩეული იყო 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

„თავს კარგად ვგრძნობ. ფორმაში ვარ. ბოლო ორწელიწადნახევრის შემდეგ ისევ ვიგრძენი, რომ ნაკრებში დასაბრუნებლად მზად ვარ. ეს ჩემი ოცნებაცაა და იმედიც. რომ ვიცოდე მარტში გამომიძახებენ, სიხარულისგან თურქეთიდან იტალიაში ფეხით წავიდოდი“.

იტალიას მარტში მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეი-ოფები ელის. ორი მეტოქე უნდა ჩამოიშოროს, რათა ყატარში გაემგზავროს…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *