კილიან მბაპემ რეალში ვერ შემდგარ ტრანსფერზე L’Équipe-თან ისაუბრა. მისი თქმით, ყველაფერი გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ არის.
ჟურნალისტი: პსჟ-ის დატოვების სურვილი გქონდათ, ეს რეალის გამო იყო?
– რა თქმა უნდა. რეალმა შემოთავაზება გამიკეთა. ხალხი ამბობს, რომ პსჟ-თან განახლებულ 6 წინადადებაზე უარი ვთქვი, თუმცა საქმე ამაში არ არის. ხალხი ასევე ამბობს, რომ ლეონარდოსთან არაფრის განხილვა მსურს, როდესაც პრეზიდენტი [ნასერ ალ-ხელაიფი] შეთანხმებას ყველანაირად ცდილობს. როდესაც მეუბნებიან რომ პრეზიდენტს უნდა ვესაუბრო, ამას ვაკეთებ. ისინი ასევე ამბობენ, თითქოს გასახდელში არეულობის შეტანა მსურს – ვიმეორებ, ეს ასე არ არის.
ჟურნალისტი: ალ-ხელაიფი და ლეონარდო, მესის წარდგენის დროსაც კი, შენზე საუბრობენ. როგორ მიიღე?
– როდესაც პრეზიდენტი მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ არსად გაგიშვებს, ამ დროს თავს თავისუფლად ვერ გრძნობ. არ მოვიტყუები, ამის გამო დამწუხრებული ვიყავი. შემდეგ, საკუთარ თავს ვკითხე: თუ თავისუფლად არ მშვებენ, რა მოხდება? როდესაც ემოციები დაცხრა, მივხვდი, რომ კლუბი ასე მხოლოდ სიყვარულს გამოხატავს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პსჟ მაფასებს და ადვილად არ მელევა.
ჟურნალისტი: რეალის კიდევ ერთი წინადადების შემთხვევაში, გუნდს დატოვებთ?
– არა, ახლა ორიენტირებული პარიზზე ვარ, მაგრამ ზაფხულში თუ წავედი, ეს მხოლოდ რეალში მოხდება.