ბარაკ ბახარი: სტუმრად წარმატების მიღწევა რთული იყო

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დინამო თბილისმა ჰაიფას მაკაბის უმასპინძლა და 1:2 წააგო.  შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სტუმართა თავკაცმა ბარაკ ბახარმა ისაუბრა.

“შედეგით რა თქმა უნდა კმაყოფილი ვართ. უნდა ითქვას, რომ ჩვენს თამაშში გარკვეული ხარვეზები იყო. შევეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ. სტუმრად წარმატების მიღწევა რთული იყო.

გუნდი მაინც მზადების პროცესშია. დღევანდელი მოგება შემდეგი წარმატებული მატჩების საწინდარია. ძალების მობილიზება სათანადოდ მოვახერხეთ, განვმეორდები და ვიტყვი, რომ გუნდი კვლავ მზადების პროცესშია. დღევანდელი მატჩი ადვილი არ ყოფილა. დარწმუნებული ვარ შემდეგ შეხვედრაში უკეთ ვითამაშებთ.”-განაცხადა მაკაბის მწვრთნელმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *