ბარბორა კრეიჩიკოვა როლან გაროსის ჩემპიონია

დასასრულს უახლოვდება წლის მეორე გრანდ სლემის ტურნირი – საფრანგეთის ღია პირველობა.

როლან გაროსის, ქალთა ერთეულთა თანრიგის ფინალში ბარბორა კრეიჩკოვამ დაძაბულ, 3 სეტიან ბრძოლაში 6:1 2:6 6:4 სძლია ანასტასია პავლუჩენკოვას და კარიერაში პირველად მოიგო დიდი სლემის ტიტული.

შეხვედრის სტარტზე, პავლუჩენკოვამ ადრეული ბრეიკი შეასრულა და 1:0 დაწინაურდა. ჩეხი ჩოგბურთელი დროულად გამოფხიზლდა – 30 წუთში მიჯრით 6 გეიმი მოიგო და პირველი სეტი სათავისოდ დაიტოვა.

მეორე პარტიის სტარტზე უკეთესად უკვე ანასტასია გამოიყურებოდა – რუსმა ჩგბურთელმა ტაქტიკა შეცვალა და ცდილობდა მეტოქის ბექჰენდი დაეტვირთა, რამაც აბსოლიტურად გაამართლა – კრეიჩკოვამ შეცდომებს უმატა, პავლუჩენკოვამ კი მარტივად გაათანაბრა სეტებს შორის ანგარიში 1:6 6:2.

მესამე, გადამწყვეტი სეტი თანაბარი ბრძლაში გაიხსნა – ორივე ჩოგბურთელი მიღებაზე უკეთ გრძნობდა თავს, ვიდრე ჩაწოდებისას.
მეექვსე გეიმის წინ, ჩეხი ჩოგბურთელი 2:3 ჩამორჩებოდა მეტოქეს, თუმცა „საჩოგბურთო ღმერთის“ რეჟიმზე გადაერთო, მომდევნო 2 გეიმი მშრალი ანგარიშით მოიგო და ბრეიკიანი ჰანდიკაპით გავიდა წინ 4:3.

4:5-ზე პავლუჩენკოვამ საკუთარ ჩაწოდებაზე ბარბორას 2 მატჩპოინტი მოიგერია, მომდევნო გეიმში კი ჩეხმა ჩოგბურთელმა მეოთხე მატჩბოლით სათავისო წერტილი დაუსვა მატჩს. 6:1 2:6 6:4.

შეხვედრა 1 საათსა და 56 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში კრეიჩკოვას ანგარიშზე 2 ეისი, 5 ორმაგი შეცდომა და 6 ბრეიკი გახლდათ. თავისმხრივ რუსმა ჩოგბურთელმა 2 ეისის წილ 1 ორმაგი დაუშვა და ხუთჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება.
ბარბორამ ბევრად უფრო შემტევი ჩოგბურთი ითამაშა ფინალში, ქონდა 34 ვინერსი და 31 უნებლიე შეცდომა, პავლუჩენკოვამ 23 ვინერსის წილ 16 უხეში შეცდომა დაუშვა.

საინტერესო ფაქტები

1981 წელს, როლან გაროსის გამარჯვებული ჰანა მენდლიკოვა გახდა, 20 წლიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთის ღა პირველობა ისევ ჩეხმა ჩოგბურთელმა მოიგო.

ღია ერაში კრეიჩკოვა როლან გაროსის მესამე გამარჯვებულია, რომელიც ტურნირის წინ განთესილთა შორის ვერ მოხვდა (ელენა ოსტაპენკო 2017, იგა შვიონტეკი 2020).

ბარბორა – 55-ე ჩოგბურთელი ქალია, რომელმაც ღია ერაში შეძლო დიდი სლემის ტურნირის მოგება.

ზედიზედ 6 წელია, როლან გაროსს იგებს ისეთი ჩგბურთელი, რომლისთვისაც ეს სადებიუტო მოგებული დიდი სლემის ტურნირია.

WTA-ს დონეზე, კრეიჩკოვამ მხოლოდ მეორე ტურნირი მოიგო (წელს მოგებული აქვს სტრასბურგის ტურნირი).

როლან გაროსის მოგების შემდეგ, კრეიჩკოვა განახლებულ მსოფლიო რეიტინგში მე-15 პოზიციამდე ამაღლდება, ანასტასია პავლუჩენკოვა ტოპ 20-ში დაბრუნდება და მე-19 ჩოგანი გახდება.

ხვალ, ბარბორა კრეიჩკოვა კატერინა სინიაკოვასთან ერთად დუეტში შეეცდება საფრანგეთის ღია პირველობა ქალთა წყვილთა თანრიგშიც მოიგოს. მათი მეტოქეები ამერიკელი ბეტანი მატეკ სანდსი და პოლონელი იგა შვიონტეკი იქნებიან.

2000 წელს, მარი პირსმა შეძლო როლან გაროსის მოგება როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში. ხვალ ამ შედეგის გამეორების შანსი ექნება კრეიჩკოვას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *