ბარსამ აღიარა: დე იონგი დროით მანიპულირებს…

მრავალჯერ დაიწერა, რომ ფრენკი დე იონგით მანჩესტერი და ჩელსი დაინტერესდნენ.

ორივე ინგლისური გრანდი მზადაა მასში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამავე დროს, ფეხბურთელს ბარსაში დარჩენა სურს.

დიარიო სპორტის ინფორმაციით, ლურჯები მზად არიან ნიდერლანდელს სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე დაელოდონ.

ამ მომენტის, ფრენკიმ და მისმა აგენტმა ბარსელონასთან წასვლასა თუ ხელფასის შემცირებაზე მოლაპარაკება შეწყვიტეს. კატალონიელებმა აღიარეს, რომ ეს დე იონგის სტრატეგიაა, რათა ჩელსისგან ან იუნაიტედისგან საუკეთესო წინადადება მიიღოს.

 

Leave a comment

Your email address will not be published.