ბარსას ახალი სპონსორი და დიდი გარიგება…

 

ბარსელონამ ახალი სპონსორის შესახებ გამოაცხადა. ეს Spotify არის, რომელიც სტრიმების სერვისს აწარმოებს. მის მფლობელს (დანიელ ეკს) არსენალის ყიდვა სტენ კრონკესგან სურს.

ცვლილებები ამ ზაფხულს მოხდება, როგორც კი Rakuten-სა და Beko-ს კონტრაქტის ვადა ამოეწურებათ.

კატალონიის რადიო Rac 1-ის ინფორმაციით, Spotify 3 სეზონში 280 მილიონ ევროს გადაიხდის, ეს წელიწადში თითქმის 93 მილიონი ევროა. ფასში შედის

* მაისურზე Spotify-ის წარწერა, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა გუნდებზე.
* ასევე სავარჯიშო უნიფორმაზე
* კამპ ნოუს სახელი დარჩება, მაგრამ გარკვეული ცვლილებები შევა, მაგალითად ასე: “Spotify Camp Nou”

თავდაპირველად, ბარსელონა 60 მილიონსა და მხოლოდ მაისურზე წარწერას დათანხმდა, თუმცა, საბოლოოდ, ის გარიგება მივიღეთ, რომელზეც ზემოთ დავწერეთ.

Spotify კატალონიური გრანდისთვის მეოთხე სპონსორი იქნება. 2006 წელს, იუნისეფი პირველი იყო. 2011-დან 2017-მდე Qatar Foundation; დღემდე კი – Rakuten.

 

Leave a comment

Your email address will not be published.