ბარსელონამ დემბელეს გაშვება ვერ მოახერხა და, როგორც დიარიო სპორტი წერს, ჯერაც არ იციან რას იზამენ.
კლუბი 3 ვარიანტს განიხილავს:
პირველი, დემბელეს ათამაშებენ. ამ შემთხვევაში, ის კონტრაქტის ამოწურვამდე ბარსელონაში დარჩება.
მეორე, ბარსა ფრანგს კონტრაქტს გაუწყვეტს. ფულს ვერ დაზოგავენ, მაგრამ ეს ვარიანტი მაინც განიხილება.
მესამე, ის მატჩებში არ გამოიყენონ და მხოლოდ ვარჯიშის უფლება მისცენ.