მანჩესტერ იუნაიტედი კვლავ შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობს. EL Nacional-ის ცნობით, გუნდის ახალი სამიზნე ბარსელონას გარემარბი უსმან დემბელეა. ფრანგს ბარსასთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მისი დამატების მთავარი კანდიდატი სწორედ იუნაიტედია.
დემბელე ბარსელონაში 2017 წლის ზაფხულში დორტმუნდის ბორუსიადან 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ტრავმების, დისციპლინის დარღვევის და კიდევ სხვა პრობლემების გამო პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინა, რითიც გუნდის ხელმძღვანელები უკმაყოფილოები არიან. წინა სეზონში ფრანგმა 44 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. დემბელე ტრავმირებულია და ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია.
რაც შეეხება მანჩესტერს, შეგახსენებთ, რომ გუნდში კრიშტიანუ რონალდუ დაბრუნდა. იუნაიტედმა რეალიდან რაფაელ ვარანი და დორტმუნდიდან ჯეიდონ სანჩოც დაიმატა. სულშერის შეგირდები პრემიერლიგაში 13 ქულით მე-4 ადგილზე არიან.