ბარსელონამ ბუსკეტსს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, პასუხი ცნობილია

ბარსელონამ სერხიო ბუსკეტსს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა. მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, ესპანელი ბლაუგრანაში 2023 წლის ივნისამდე ითამაშებს, კატალონიელებს კი მისი კიდევ 1 წლით შენარჩუნება სურთ.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელს ბარსელონასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს და გუნდის დატოვებას სეზონის დასრულების შემდეგ აპირებს. ცნობისთვის, ბუსკეტსით ინტერ მაიამი არის დიანტერესებული.

ბუსკეტსი ბარსელონას აღზრდილია და ბლაუგრანას გარდა სხვა კლუბში არ უთამაშია. გამოცდილმა ფეხბურთელმა ბარსაში ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ბევრი სხვა ტიტული მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *