ბარსელონას და დემბელე შესახებ ცნობები არ წყდება. ბლაუგრანას ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, ფეხბურთლს წელიწადში 25 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა ფრანგი 40 მილიონს ითხოვს.
თავიდან შეთანხმება თითქოს შედგა, თუმცა დემბელემ გაიგო, რომ ესპანელები ჰოლანდის დამატებას აპირებენ და ფინანსური რეგულაციების გამო ამან შესაძლოა უსმანის ხელფასის შემცირება გამოიწვიოს. სწორედ ამან გააბრაზა დემბელე და მეტი გასამრჯელო მოითხოვა.
Foot Mercato-ს ინფორმაციით, ბარსამ დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა. იმ შემთხვევაში თუ 24 წლის ფეხბურთელი შეთავაზებულ პირობებს იანვრის ბოლომდე არ დათანხმდება, პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს აუკრძალავენ.
დემბელე ბარსელონაში 2017 წლის ზაფხულში დორტმუნდიდან 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ტრავმების და სხვა პრობლემების გამო პოტენციალი ვერ გამოავლინა. ამ სეზონში დემბელემ 11 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.