ბარსელონამ ინგლისელ ვარსკვლავს დაადგა თვალი

სატრანსფერო ფანჯარა დაახლოებით 2 კვირის დახურულია, თუმცა ბარსელონა კვლავ ფეხბურთელის დამატებაზე ფიქრობს. Sport.es-ის ინფორმაციით, ბლაუგრანას ახალი სამიზნე რაჰიმ სტერლინგია. აღნიშნული წყარო ასევე გვამცნობს, რომ ესპანელები სიტიდან მის გადაბირებას, ზამთარში შეეცდებიან.

ბარსელონაში გადასვლაზე თავად სტერლინგიც ფიქრობს. ინგლისელი გარემარბი  თვლის, რომ ტრანსფერის შემთხვევაში მისი სათამაშო დრო საგრძნობლად გაიზრდება. ბარსას სტერლინგისადმი ინტერესზე ქალაქელთა პოზიცია უცნობი გახლავთ. სტერლინგი სიტის ლიდერია და ნაკლებად სავარაუდოა ბრიტანელები მას მარტივად შეელიონ.

აღსანიშნავია, რომ ბარსელონას საუკეთესო პერიოდი არ უდგას. ლა ლიგაში გუნდი 7 ქულით მე-7 ადგილზეა და უახლოეს მატჩს 20 სექტემბერს გრანადასთან გამართავს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბლაუგრანა ჩემპიონთა ლიგაში ბაიერნთან 0:3 დამარცხდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *