ბარსელონამ კუმანი გაუშვა

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიის ბარსელონამ რონალდ კუმანი გაანთავისუფლა. ცნობა არაერთმა ესპანურმა სააგენტომ დაადასტურა.

რამდენიმე საათის წინ ბლაუგრანა რაიო ვალეკანოსთან 0:1 დამარცხდა და ნიდერლანდელს ეს აღარ ეპატია. შეგახსენებთ, რომ ბარსამ წინა შეხვედრა რეალთან ჩაატარა და მატჩი 1:2 დათმო.

ბარსელონა ლა ლიგაში 15 ქულით მე-9 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში კი 3 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *