სერხი ბარხუანი ბარსელონას დროებით გაწვრთნის – ამას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი გვამცნობს.
კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ბარხუანს დღეს წარუდგენს გუნდს.
ესპანური მედია წერს, რომ სავარაუდოდ, ბარხუანი მხოლოდ რამდენიმე მატჩში უხელმძღვანელებს გუნდს. მანამ, სანამ ჩავი ყატარულ ალ სადთან მოაგვარებს კონტრაქტის გაწყვეტის საქმეებს.
ჩავი ბარსელონაში ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ გამოჩნდება.