„ბარსელონამ“, სატელევიზიო შემოსავლის სახით, €165.6 მილიონი დააფიქსირა და „მადრიდის რეალი“ უკან ჩამოიტოვა

სატელევიზიო უფლებები, საკლუბო ფეხბურთში გუნდებისთვის, შემოსავლით ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. ეს საკითხი ოდნავ უფრო სიღრმისეულად რომ შევისწავლოთ, საბოლოოდ ვნახავთ, რომ სპონსორებისგან შემოსული თანხებისა და ბილეთების რეალიზებით შემოსული ფინანსური ნაკადების პარალელურად, გუნდები საკუთარ წლიურ ბიუჯეტს სწორედ დასრულებულ სეზონში მიღებული სატელევიზიო თანხებით ახორციელებენ.

ამ მხრივ, ყველაზე მძლავრი და გიგანტი დიდი ბრიტანეთია, სადაც ინგლისის „პრემიერ ლიგაში“ კლუბები დიდძალ თანხებს სწორედ ტელევიზიებისგან იღებენ, მეორე ეშელონის ქვეყნები კი შედარებით ნაკლებ გამომუშავებაზე არიან. გერმანია, საფრანგეთი იტალია და ესპანეთი, ალბათ, საერთო პრიზმაში განსახილველია და ამ სტატიაში ესპანური „ლა ლიგას“ შესახებ ვისაუბრებთ.

ესპანეთის ჩემპიონატი, წლების განმავლობაში, ყველაზე ყურებად საფეხბურთო გათამაშებად ითვლებოდა – მესისა და რონალდოს ეპოქები, დიადი დაპირისპირებები და „ ელ კლასიკოები“. მას შემდეგ რაც ჩემპიონატი ჯერ კრიშტიანუმ, შემდეგ კი ლიონელმა დატოვა, ინტრიგა, თითქმის, განახევრდა, იკლო ინტერესმა. ცხადია, ეს პირდაპირ აისახა ყურებადობასა და სატელევიზიო გავრცელებაზე.

ამ ფაქტორის მიუხედავად, ჩემპიონატი მსოფლიოს, თითქმის, ყველა წერტილში და ყველა კონტინენტზე გადაიცემა. ასობით სპორტული არხი, ტურის განმავლობაში, დაახლოებით, 3-4 მატჩს აჩვენებს. კლუბების მარკეტინგული სამუშაოები და მოქმედებები ახლა ინტერესის ზრდის მიმართ არის მიპყრობილი. უამრავი სხვადასხვა ინსტრუმენტისა და მოქმედების შემდეგ, „ლა ლიგა“, თითქოს, პოზიციებს კვლავ იბრუნებს, გიგანტების გარდა, საქმეში „მადრიდის ატლეტიკო“, „სევილია“ და სხვა კლუბებიც არიან ჩართული.

 

მოდით, ახლა იმ თანხებს გავეცნოთ, რაც კლუბებმა, სატელევიზიო შემოსავლების სახით, გასულ სეზონში დააფიქსირეს: 

  • „ბილბაოს ატლეტიკი“ – €72.2 მილიონი
  • „ბარსელონა“ – €165.6 მილიონი
  • „მადრიდის რეალი“ – €163 მილიონი
  • „მადრიდის ატლეტიკო“ – €130.1 მილიონი
  • „სევილია“ – €84.2 მილიონი
  • „ბეტისი“ – €59.5 მილიონი
  • „სოსიედადი“ – €66.4 მილიონი
  • „ლევანტე“ – €50.3 მილიონი
  • „კადიზი“ – €47.3 მილიონი
  • „ვალენსია“ – €73.3 მილიონი
  • „ოსასუნა“ – €49.7 მილიონი
  • „ალავესი“ – €51.1 მილიონი
  • „ელჩე“ – €47.3 მილიონი
  • „ვილიარეალი“ – €73.3 მილიონი
  • „სელტა“ – €53.3 მილიონი
  • „ვალიადოლიდი“ – €48.5 მილიონი
  • „გრანადა“ – €52.5 მილიონი
  • „ეიბარი“ – €51.8 მილიონი
  • „უესკა“ – €46.8 მილიონი
  • „ხეტაფე“ – €58.5 მილიონი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *