ბარსელონამ ფატის ფასი დაადო

ბარსელონა მზად არის ანსუ ფატი გაყიდოს. EL Nacional-ის ინფორმაციით, ბლაუგრანა ფეხბურთელს 80 მილიონ ევროდ აფასებს.

იყო პერიოდი ფატის ლეო მესის შემცვლელად მოიაზრებდნენ, თუმცა ხშირი ტრავმიანობის გამო, ფეხბურთელმა პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ ბარსელონას დატოვების სურვილს არც თავად ფატი მალავს, რადგან უკმაყოფილოა იმ სათამაშო დროით, რომელიც ესპანურ გრანდში აქვს.

ბარსელონა ლა ლიგაში 37 ქულით ცხრილის სათავეშია და მეორე ადგილოსან რეალს 2 ქულით უსწრებს. გუნდი ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის პლეი-ოფში მანჩესტერ იუნაიტედს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *