ბარსელონამ ფერან ტორესი შეიძინა

მანჩესტერ სიტის აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ფერან ტორესი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. ესპანურმა გრანდმა მის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადა და ამას 10 მილიონი ბონუსების სახით დაემატება. ბარსამ ტორესს კონტრაქტი 2027 წლამდე გაუფორმა და გამოსასყიდ თანხად მილიარდი ევრო ჩაუწერა.

ფერან ტორესი სიტიში 2020 წლის ზაფხულში ვალენსიადან გადავიდა. იგი გუნდის ერთერთ ლიდერად იქცა და ესპანელზე დიდი მოთხოვნაც გაჩნდა, როგორც ხედავთ ყველას ბარსელონამ აჯობა. 21 წლის ფეხბურთელს ამ სეზონში ბევრი გაუცდა. აგვისტოდან მოყოლებული მის ანგარიშზე 7 მატჩი და 3 გოლია.

ბარსელონა ლა ლიგაში 28 ქულით მე-7 ადგილზეა და უახლოეს შეხვედრას მალიორკასთან გამართავს. ჩავის შეგირდები ევროპა ლიგის 1/16 ფინალში არიან, სადაც მათი მეტოქე ნაპოლი გახლავთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *