ბარსელონამ ფრენკ კესიე შესაძლოა ლონდონის ჩელსიში გაანათხოვროს. ამის შესახებ The Thelegraph-ი იუწყება. ისიც დაიწერა, იჯარის შემთხვევაში ბლაუგრანა ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე გაასხვისებს.
კესიე ბარსელონაში შარშან ზაფხულში მილანიდან გადავიდა. კოტ’ დიუვარელმა ბლაუგრანაში 18 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, არა და ფეხბურთელზე დიდი იმედები მყარდებოდა.
რაც შეეხება ჩელსის, გუნდს ცუდი დრო უდგას. ლონდონელები პრემიერლიგაში 28 ქულით მე-10 ადგილზე არიან. ჩელსი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დორტმუნდს შეხვდება.