ბარსელონა რომ ერლინგ ჰოლანდის დამატებას აპირებს, ამაზე არაერთხელ დაიწერა. Sport.es-ის ცნობით, ბლაუგრანა მზად არის დორტმუნდს ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაუხადოს და საკომისიოს სახით მინო რაიოლას მსუყე გასამრჯელო შესთავაზოს.
რაც შეეხება ჰოლანდისთვის შესათავაზებელ პირობებს, გუნდი მზად არის ნორვეგიელს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და წელიწადში 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. საინტერესოა ამ თემაზე თავად ფეხბურთელს რა პოზიცია ექნება.
ჰოლანდი დორტმუნდში 2020 წლის დასაწყისში გადავიდა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მისი დამატება ბევრ გუნდს სურს, ყველაზე მეტად კი ბარსელონა და რეალი აქტიურობენ. ჰოლანდმა ამ სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ბარსელონას ბოლო ამბებს, გუნდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგი დაიმატა. გარდა ამისა ვულვზში განათხოვრებული ადამა ტრაორე დაიბრუნდა და შეტევაში კონკურენცია ერთი ორად გაიზარდა.