ბარსელონას გაუჭირდა

უკვე სამი კვირაა ლიონელ მესი თავისუფალი აგენტია. მას ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. ვთქვათ, კოპა ამერიკის მიმდინარეოიბისას ფინანსებზე ფიქრის დრო არ ჰქონდა. ტურნირი იყო მოსაგები. მოიგო. ახლა?

კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, ჟურნალისტების კითხვებზე ერთსა და იმავეს პასუხობს: „ყველაფერი კარგადაა, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს“. გასაგებია, მაგრამ კონკრეტულობა აკლია. ახლახან მან თქვა, გვინდა, რომ მესი დარჩეს, მასაც სურს დარჩენა. ვეძებთ ფორმულას, რომელიც ყველას დააკმაყოფილებსო.

FC Barcelona Tickets & Hospitality | Official Reseller | P1 Travel

თითქოს ფინანსური ფეარ ფლეის პრობლემაც მოგვარდა. პანდემიის გამო ეს საკითხი ისედაც ერთობ გაიოლებულია. მაგალითად, უეფას ფინანსური დეპარტამენტის დირექტორმა, ტრავერსომ უაზრობა უწოდა დღევანდელ პირობებში ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებას. ისიც გაცხადდა, რომ პრიმერადივიზიონის მსგავსმა დეპარტამენტმა შეისწავლა ბარსელონას ბოლოდროინდელი დანახარჯები და მესის ქვეყნის ჩემპიონატში თამაშის უფლება დართო.

მაშ, რაშია საქმე?

საქმე ის არის, რომ ბარსელონას დიდი ფინანსური პრობლემები აქვს. გასულ სეზონში მათმა სახელფასო ლიმიტმა 382 მილიონი ევრო შეადგინა. მაშინ როცა, ერთი წლით ადრე, ეს თანხა 671 მილიონს შეადგენდა…

გიჟური ციფრებია, რომელმაც კლუბი ლამის გაკოტრებამდე მიიყვანა. საჭირო გახდა ბანკში სესხის აღება.

წინა პრეზიდენტმა, ხოსეპ ბარტომეუმ, რამდენიმე მაღალანაზრაურებადი მოთამაშეები „მოიშორა“ – სუარესი, ვიდალი, რაკიტიჩი… ასევე ჯამში 60 მილიონად გაყიდა პერესი, კუკურელია და სემედუ. იმედოვნებდნენ, რომ 2020-21 წლების სეზონში სტადიონებზე მაყურებელი დაბრუნდებოდა და ეს დამატებიოთ შემოსავალს მოიტანდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

შედეგად, შემოსავლები კიდევ უფრო შემცირდა და ხელფასებმაც დაიკლო. ახლა ძნელი სთქმელია, კონკრეტულად რამდენია მინიმალური სახელფასო ნიშნული. თუმცა, ახლახან რადიოსადგურმა RAC1-მა განაცხადა, რომ პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა, ტებასმა, კლუბის სოპრტულ დირექტორ ალემანის აცნობა, რომ მომავალ სეზონში სახელფასო ლიმიტი 50 პროცენტით დაიწევს და დაახლოებით წელიწადში „სულ რაღაც“ 160 მილიონს შეადგენს.

შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ეს თანხა მხოლოდ  მესის, გრიზმანის, კოუტინიოსა და პიანიჩის წლიური ჯამაგირის ტოლფასია. მაგრამ სხვა ფეხბურთელებიც ხომ არსებობენ.

რამდენიმე წლის წინათ, ბარტომეუმ გრიზმანი, დემბელე და კოუტინიო ჯამში 400 მილიონ ევროდ შეიძინა და სამივეს წელიწადში 73 მილიონი ევრო დაუნიშნა ხელფასად. ახლა ახალ პრეზიდენტს, ლაპორტას უწევს ამ აბლაბუდიდან გამოძრომა.

New Barça Store in the heart of La Rambla

14 ივლისს ბარსელონამ მესის ხუთწლიანი კონტრაქტი შესთვაზა, ხელფასის განახევრების პირობით. არგენტინელს ჯერჯერობით არც კი უთქვამს, არც – არა.

ამბობენ, პირობებს დათანხმდებაო. პორტალ ტრანსფერმარკტის მესისეულ პროფილიში კი  დღესაც წერია Without Club – ანუ უკლუბოდ.

მაგრამ მხოლოდ მესიში არ არის საქმე. ბარსელონას ვალები ჯამში 1 მილიარდ ევროს აჭარბებს. მაისში ლაპორტამ უკვე აიღო 100-მილიონიანი საბანკო კრედიტი, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ივნისის ბოლოს, კლუბის დირექტორთა საბჭომ მოიწონა გადაწყვეტილება რის მიხედვითაც კიდევ 500 მილიონიანი სესხი დაიმატეს, მიმდინარე ვალების დასაფარად…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *