ბარსელონამ 17 წლის თურქი ნახევრმცველი ემრე დემირი იყიდა თურქული ქაისერისფორიდან… საინტერესო ამბავი: ბარსელონას საიტი წერს, რომ ის შოთა არველაძემ აღმოაჩინა Youtube-ზე. შოთა, როგორც იცით, ორ წელიწადზე მეტხანს წელი მუშაობდა ქაისერისფორის მთავარ მწვრთნელად.
8 წლის ემირ დემირი კლუბის აკადემიაში მიიყვანეს. 15 წლისამ გაიტანა გოლი თურქულ სუპერლიგაში და ძალიან დიდი ტალანტია. ბარსამ 2 მილიონ ევროდ შეიძინა და ქაისერისფორი პლუს ბონუსებსაც მიიღებს, ხოლო ბარსადან გამოსასყიდი თანხა, სავარაუდოდ, 400 მილიონი ევრო იქნებაო, წერენ ესპანური საიტები…
ემრე დემირი გაისად ზაფხულამდე ქაისერში ითამაშებს იჯარით.