„ბარსელონას“ მსუბუქმა ფორვარდმა ადამ ჰანგამ (200სმ, 93 კგ) გადაწყვიტა დატოვოს კატალონიური კლუბი და კარიერა მადრიდის „რეალში“ გააგრძელოს.
Eurohoops-ის ინფორმაციით, ევროლიგა-2017-ის წლის აუკეთესო დამცველმა უკვე შეათანხმა კონტრაქტის დეტალები და მადრიდულ კლუბში მომდევნო 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.
ჰანგას „ბარსელონასთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა, რომელსაც ვადა 2022 წელს გასდიოდა, თუმცა კლუბმა და კალათბურთელმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტს ანულირება გაუკეთა.
შეგახსენებთ, რომ 32 უნგრელი კალათბურთელი უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში თამაშობდა „ბარსელონას“ მაისურით, მანამდე ჰანგა იტალიურ „აველინოში“ (2014-15), ესპანურ „ბასკონიაში“ (2013-17) და „მანრესაში“(2011-13) ასპარეზობდა.
გასულ სეზონში „ბარსელონას“ კიდევ ერთ კალათბურთელს – ტომა ერტელს ქონდა სურვილი მადრიდის „რეალში“ გადასულიყო, თუმცა „კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები ამის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ.
„ბარსელონამ“ ფრანგი გამთამაშებელი თურქეთში წაიყვანა ევროლიგის მატჩზე, სადაც არ ათამაშა და შემდეგ დასჯის მიზნით სტამბოლის აეროპორტში დატოვა.
საბოლოოდ ერტელმა მაინც დატოვა „ბარსელონა“, თუმცა „რეალის“ ნაცვლად „ლიონ ვილერბანში“ გადავიდა სათამაშოდ.