დიდი შანსია, რონალდ კუმანი უახლოეს პერიოდში გაათავისუფლონ ბარსელონადან. და ვინ იქნება შემცვლელი? რამდენიმე კანდიდატურამ გაიჟღერა, მათ შორის, რობერტო მარტინესი, ტიერი ანრი, ჩავი… აი, ახალიც: ესპანური პრესის ცნობით, ბარსაში ოსკარ გარსიას დანიშვნასაც განიხილავენ.
ესპანელი ოსკარ გარსია ფრანგულ რეიმსს წვრთნის და გუნდი ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა. თუმცა აქ მთავარი სხვაა: ოსკარ გარსია ბარსელონელია, თამაშობდა კატალონიურ გრანდში და სამწვრთნელო ფილოსოფიაც ზუსტად ესადაგება.
ოსკარ და როხერ გარსიები – 90-იანი წლების შუაში ახალგაზრდა ძმები იოჰან კრუიფმა დააწინაურა ბარსას ძირითად გუნდში. ოსკარი ბარსას 19-წლამდელებსაც წვრთნიდა და უეფას ახალგაზრდული ლიგა მოაგებინა.