ლეო მესის, ანდრეს ინიესტას და სხვა დიდი ვარსკვლავების აღმზრდელი, ლა მასიას ყოფილ თავკაცს ალბერტ ბენაიჟესს პედოფილიასა და მოსწავლეების სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 1980-იან წლებს და 90-იანების დასაწყისს, როდესაც ბენაიჟესი ბავშვებს ქალაქის უბან ლეს კორტსში წვრთნიდა, რის შემდეგაც, 1992 წელს ის ლა მასიაში გადავიდა. აქ მან 2011 წლამდე დაჰყო, მაგრამ ამ პერიოდზე საეჭვო ჯერჯერობით არაფერი ისმის.
გამოძიება მას მერე დაიწყო, რაც დღეს უკვე 71 წლის ბერიკაცის ერთ-ერთმა ყოფილმა მოსწავლემ პოლიციაში ოფიციალურად იჩივლა.
ბენაიჟესს ბრალად სდებენ, რომ ბავშვების წინაშე შიშვლდებოდა, ეხებოდა მათ, აიძულებდა კლასელების წინაშე თავადაც გაშიშვლებულიყვნენ და პორნოგრაფიულ ვიდეოებს აყურებინებდა.
ბენაიჟესი ბარსელონადან 2011 წელს წავიდა, რის შემდეგაც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, მექსიკასა და იაპონიაში მუშაობდა, ხოლო წლეულს, როდესაც ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები ჟოან ლაპორტამ მოიგო, ის კლუბში დაბრუნდა.